შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯაფარიძე ანტიკრიზისულ გეგმაზე: პირდაპირ იგრძნობა საარჩევნო გრაფიკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აპრილი 2020

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მთავარი არხის ეთერში, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ვინც სამსახური დაკარგა, ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ასევე ექვსთვიანი შეღავათი აქვთ დამსაქმებლებს (საშემოსავლო გადასახადზე). სოციალურად დაუცველების და შშმ პირების დახმარებაც ექვს თვეზეა გათვლილი.

"როგორც ჩანს, მაინც საარჩევნო დღის წესრიგია მთავარი, ეს დახმარებაც გაწერილია ექვს თვეზე, რომ ბოლო ნაწილი იყოს ოქტომბრის თვეში ანუ საარჩევნო თვეს. თვითონ დახმარების ოდენობაც ძალიან მცირეა, მაგრამ რატომ უნდა იყოს ექვსი თვე და რატომ არ უნდა დარიგდეს სამი თვის განმავლობაში?

ეს გეგმა არ არის ადეკვატური, არის შეკოწიწებული და არასისტემური მიდგომის დემონსტრირება, და პირდაპირ იგრძნობა საარჩევნო გრაფიკი."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია