სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თვითდასაქმებულები 300 ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ ბაზაში უნდა დარეგისტრიდნენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აპრილი 2020
თვითდასაქმებულები 300 ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ ბაზაში უნდა დარეგისტრიდნენ მთავარი → სიახლე, საზოგადოება 26.04.2020 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, დასაქმების სააგენტო ონლაინ პორტალს ქმნის, სადაც თვითდასაქმებულები 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების მისაღებად დარეგისტრიდებიან. ერთჯერადად 300 ლარს ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებმაც სამსახური ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დაკარგეს."არაფორმალურად დასაქმებულების შემთხვევაში ძალიან რთულია იმ პირების დაიდენტიფიცირება, რომლებიც თავს თვითდასაქმებულებად თვლიან. ვინაიდან ძალიან მწირი არის მათ შესახებ ინფრომაცია, ამიტომ იხსნება ონლაინ პორტალი რეგისტრაციისთვის, სადაც ისინი ძალიან მარტივად მოახდენენ თვითრეგისტრირებას და საბუთებით უზრუნველყოფას.თუ რა ტიპის საბუთები იქნება მოთხოვნილი და რამდენად რთული იქნება ამ საბუთების მოძიება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც დეტალურად შემუშავდება კრიტერიუმები", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.მისი თქმით რეგისტრაციისთვის მარტივი კრიტერიუმები იქნება: "მოქალაქე, რომელიც დაასაბუთებს რომ მას დაეკარგა შემოსავალი, ეს იქნება ბანკის ანგარიშის წარდგენით, თუ სხვა ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტით, მას ექნება საშუალება გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს 300 ლარიანი დახმარება".პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა.პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე თანხის გაცემა მაისიდან დაიწყება
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია