გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გომელაურმა დააწინაურა პოლიციელი, რომელიც "ნარუშილოვკის" სკანდალისას იზორიას ძმას მფარველობდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აპრილი 2020

ოპოზიციის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელი, რომელიც "ნარუშილოვკის" საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, კიტა იზორიას მფარველობდა, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშნა. ლაშა ჯოხაძე ამ დრომდე პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. როგორც ყოფილი პოლიციელი გიორგი დვალიშვილი აცხადებს, მან იზორიას კანონდარღვევის ამსახველი ვიდეომტკიცებულება (ვიდეოში ლევან იზორიას ძმა შსს-ს თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს და იმუქრება) სწორედ ჯოხაძეს გადასცა.

დვალიშვილი იხსენებს, რომ პოლიციის მაშინდელ უფროსს კახა ბუხრაძე საქმის კურსში ჩააყენა. მისი თქმით ამ საუბარს ლაშა ჯოხაძეც ესწრებიდა. საბოლოო ჯამში, ყიოფიილი პოლიციელის მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა ზეწოლა მასზე დაიწყეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სწორედ ლაშა ჯოხაძე იყო ამ საქმის მიჩქმალვის ერთ-ერთი მონაწილე.

დეკანოიძის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში ჯოხაძეს დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლებდნენ.

"ლაშა ჯოხაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა აიღო ის კადრები, რომელიც უკავშირდებოდა იზორიას ძმის ინციდენტს უკავშირდებოდა. ლაშა ჯოხაძემ თავიდანვე იცოდა კანონდარღვევის შესახებ, იცოდა კადრების შესახებ. მან იცოდა ისიც, რომ ამ კადრების გამო ბატონ დვალიშვილს ავიწროებდნან, რადგან გამოააშკარავა მთელი უკანონობის რგოლი, რომელიც ინცინდენტის დროს ხდებოდა"- აცხადებს დეკანოიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია