შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს,9 დეკემბერს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.სადეპუტატო მანდატებისთვის 11 პოლიტიკური გაერთიანება, 2 ბლოკი და 9 პარტია იბრძვის.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2018
ერთ–ერთი ბლოკი, “ჩემი ნაბიჯი” პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკია.ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან მუკუჩიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს ხმა უკვე მისცეს უცხოეთში მყოფმა სამხედროებმა და დიპლომატებმა.სომხეთის ისტორიაშია პირველად ხდება, როდესაც ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.სომხეთი ახალ პარლამენტს 5 წლით ირჩევს. ეროვნულ კრებაში მინიმუმ 101 დეპუტატი შევა.პარლამენტში მოსახვედრად, პარტიამ 5 %-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, ბლოკმა - 7 %. ამასთან, პარლამენტში, მინიმუმ, სამი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი. პარტიების უმეტესობის პროგრამა რუსეთთან ურთიერთობების გაფართოების მომხრეა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი სწორედ ამ პირობას დებს, რომ რუსეთთან შემდგომ ურთიერთობებს განავითარებს, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვეყნის ინტერესებზე.ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბოლო აკორდია იმ პოლიტიკური პროცესისა, რომელიც 31 მარტს დაიწყო და “ხავერდოვანი რევოლუციის” სახელი დაერქვა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია