გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს – ილია მეორემ ხელისუფლება დალოცა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აპრილი 2020

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებაზე ხელისუფლება, სამღვდელოება და ხალხი დალოცა. მისი თქმით, ,,ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან ამის საშუალება არ არის”.

„მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება და ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არ არის ამისი საშუალება. მნიშვნელოვანია კვირაცხოვლობა იმით, რომ ამ დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ის ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს ამდენი წყალობისათვის”, – თქვა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ეკლესია ახლა დიდ გასაჭირშია.

,,ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.  უფალი ჩვენც მოგვმართავს: მიიღეთ სულიწმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად”,- აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, წირვა-ლოცვა მრევლთან ერთად აღევლინება. ამასთან, მთავრობა და საპატრიარქო აღდგომის ლიტურგიის ჩატარებაზეც შეთანხმდნენ და მრევლის ნაწილი ამ დღეს ღვთისმსახურებას დაესწრო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია