შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსი მერიის თანამშრომელს დაუდგინდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აპრილი 2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი მერიის თანამშრომელს დაუდგინდა. როგორც რეხვიაშვილი განმარტავს, ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა ბოლნისშიც.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფექციის გავრცელების ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე, მერიის ამ თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი და მერიის სხვა თანამშრომლებთან ყველასთან მოსულია უარყოფითი შედეგი, დადასტურება არ არის. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ინფიცირებული იყო, გუშინვე სხვადასხვა კლინიკებში გადამისამართდნენ, ოჯახები არიან როგორც თვითიზოლაციაში, ასევე მკაცრ კარანტინში, 40-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა“. ასევე, დღეს დადგინდა ერთი მატება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეს არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში მცხოვრები ადამიანი, რომლის კავშირებიც შესწავლილია. თუმცა, წინასწარ ვიცით, რომ ის 17 აპრილიდან უკვე თვითიზოლაციაში იყო და კომუნიკაცია შეზღუდული ჰქონდა“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება დისტრიბუციას და ყველა საჭირო სერვისს, რაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საჭიროა, რწმუნებულის თქმით, ამ მხრივ არავითარი დაბრკოლება არ არის.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია