სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკური სიმპტომატიკა არ აქვთ, აბასთუმანში უმკურნალებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აპრილი 2020
COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკური სიმპტომატიკა არ აქვთ, აბასთუმანში უმკურნალებენ მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.04.2020 კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთა მკურნალობა 14 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა და არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომატიკა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაიყვანენ. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაყვანაზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში ისაუბრა.„აბასთუმნის კლინიკა პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და მას შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც, გარემო პირობებიდან გამომდინარე და კოლეგებთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში უკვე ველოდებით სახელობით სიას იმ პაციენტებისას, რომელთა მკურნალობა გახანგძლივდა 14 დღეზე მეტი, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვირუსის ქცევა, გავრცელება და გადადების კოეფიციენტი როგორი არის ასეთ პაციენტებში, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის სასარგებლოდ და ასევე უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ განაგრძონ შემდეგი მეთვალყურეობა“, – განაცხადა მინისტრმა.მისი თქმით, აბასთუმნის ცენტრი დაახლოებით 100 საწოლზეა გათვლილი, "ის ამ ეტაპზე სრულად დაფარავს იმ საჭიროებას, რომელიც კლინიკებს დღეს გააჩნიათ.ეს იქნება გარკვეულად ახალი სახის ინიციატივა, ამას გავუზიარებთ უცხოელ კოლეგებს, მათგან პასუხსა და რეაგირებას დაველოდებით. სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ტრენდი, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება ".[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია