საქართველოში კორონავირუსისთ ინფიცირებულთა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 178 ადამიანი.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება - 5247 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 532.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 3-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი.