შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი დააკავეს

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აპრილი 2020
ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადეს, რომ დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

"შინაგან საქმეთა სამინსიტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს" - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა.  მონასტრის წინამძღვარმა ცეცხლსასროლი იარაღით ასევე სასულიერო პირი არქიმანდრიტი დაჭრა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია