შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის უნივერსიტეტი საქველმოქმედო პროექტიისათვის - "გვირილობა 2020" თანხის შეგროვებას უერთდება

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მაისი 2020

ქუთაისის უნივერსიტეტი საქველმოქმედო პროექტიისათვის - "გვირილობა 2020" თანხის შეგროვებას უერთდება.

covid-19-ის ფონდში მინიმუმ 15 ლარის გადარიცხვის შემთხვევაში უნივერსიტეტი საჩუქრად  ბრენდირებულ ჰუდს გასაცემს.

"ქუთაისელებო, გილოცავთ "გვირილობას" და გიწვევთ საქველმოქმედო პროექტში - გვირილობა 2020
"გვირილობა სათავეს იღებს ტუბერკულიოზით დაავადებულების დასახმარებლად დაწყებული საქველმოქმედო აქციიდან - ქუთაისელი გიმნაზიელი გოგონები სიმბოლურ ფასად ყიდდნენ გვირილებს და შეგროვებული თანხით მძიმე სენით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. დღესაც იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მხოლოდ განსახვავებულია დაავადების სახელი და სიმპტომები. ჩვენი მიზანი კი კვლავ იგივეა - დაავადების წინააღმდეგ გაერთიანება! ქუთაისის უნივერსიტეტი საჩუქრად გადასცემთ ბრენდირებულ ჰუდებს, თუ მინიმუმ 15 ლარს covid-19-ის ფონდში გადარიცხავთ და წარმოგვიდგენთ დამადასტურებელ დოკუმენტს" -აცხადებს უნივერსიტეტი.
 
პროცედურის შესასრულებლად საჭიროა მიჰყვეთ ბმულს:
P.S ფორმის შესავსებად აუცილებელია google-ანგარიშის ქონა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ "მესენჯერში".
 
 
 
 
 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია