შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ანტი-კრიზისული გეგმის წარმოდგენით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არა თუ გეგმა, არამედ ზოგადი ხედვაც კი არა აქვს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2020

ანტი-კრიზისული გეგმის წარმოდგენით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არა თუ გეგმა, არამედ ზოგადი ხედვაც კი არა აქვს - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას ხელოვნურ სუნთქვაზე აყავს კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ტურისტული ბიზნესი.
"ანტი-კრიზისული გეგმის წარმოდგენით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არა თუ გეგმა, არამედ ზოგადი ხედვაც კი არა აქვს.გვიბრუნებენ ფულს, რომელიც ისედაც დასაბრუნებელი აქვთ. ხელოვნურ სუნთქვაზე აყავთ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ტურისტული ბიზნესი, როდესაც გაურკვეველია კომიდან გამოსვლის პერსპექტივები და ა.შ. და ა.შ...." - წერს გია ხუხაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია