შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპარლამენტმა საკუთარ შენობაში 100 უსახლკარო ქალი შეიფარა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მაისი 2020

ევროპარლამენტმა საკუთარ შენობაში 100 უსახლკარო ქალი შეიფარა. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებამ საქველმოქმედო ფონდ Samusocial-თან ერთად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს.

ცნობილია, რომ ქალებს შორის, რომლებიც ახლა ევროპარლამენტის შენობაში ცხოვრობენ, ძირითადად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან.

ბელგიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან Samusocial-ის დირექტორი სებასტიენ როი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ბევრი ქალი დარჩა უსახლკაროდ.

„ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც კარანტინი გამოცხადების შემდეგ ბევრი ქალი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა ოჯახში ძალადობის გამო. ასეთი შემთხვევები კი სულ უფრო იზრდება,“ - ამბობს სებასტიენ როი.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია