გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ძალიან კარგად ვართ"- 5 შვილის ახალგაზრდა დედა თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადავიდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მაისი 2020
5-შვილიანმა ოჯახმა თბილისში ცხოვრებაზე უარი თქვა და სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. მრავალშვილიან ახალგაზრდა დედას სალომე პაპიძეს და მის შვილებს "დილის მთავარში"  უმასპინძლეს.
"სექტემბრიდან აქ ვცხოვრობთ, კორონამდე ბევრად ადრე წამოვედით და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. აქ მამასთან ვარ, ბავშვებს სუფთა ჰაერი და ნატურალური კვება აქვთ, თანაც ხშირად მესმოდა, რომ რეგიონებში უფრო მაღალი დონის სწავლებაა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მაუღლემ და გადმოვედით. თავიდან მართლა გამიჭირდა, რადგან მთლიანად მოვწყდი მეგობრებს და ძალიან
აქტიურ ცხოვრებას. მერე მივხვდი, როგორი გადამწვარი ვიყავი და ამოვისუნთქე, დავისვენე. ონლაინსწავლებაც ძალიან მომწონს, აღარ ვართ გადარბენაზე, მშვიდად საუზმობის დროც გვრჩება, მეცადინეობისაც და გართობისაც, არსად გვეჩქარება... რაც ბევრს იფიქრებ, უფრო გაგიჭირდება გადაწყვეტილების მიღება. უნდა მიჰყვე დროს, უნდა მიჰყვე დინებას და რაც გასაკეთებელია, უნდა გააკეთო. ძალიან ბევრი ისტრესება ამ სიტუაციის გამო, ვცდილობ, სასარგებლოდ შემოვატრიალო და რასაც ადრე ვერ ვასწრებდი, ახლა მოვასწრო", - ამბობს სალომე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია