კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყვარელში ინფიცირებული ექიმის კონტაქტებიდან 102 გამოკვლეულია და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2020

ყვარელში ინფიცირებული მედიკოსის 147 კონტაქტიდან 102 მოქალაქეს კორონავირუსზე ჩაუტარდა PCR ტესტირება და არც ერთ მათგანს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა,
– განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა. ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ ინფიცირებულთან კავშირში მყოფ დარჩენილ 45 მოქალაქეს ნიმუშებს სავარაუდოდ დღეს აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

„ყვარლის შემთხვევასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე მოძიებულია და გამოკვლეულია 147 კონტაქტი, ეს კონტაქებია როგორც ახლო კონტაქტი, ასევე ყველა შესაძლო კონტაქტი, როგორც სამსახურებრივი, ასევე საოჯახო, ასევე საყოფაცხოვრებო კონტაქტები, ასევე პაცეინტები. მათგან უკვე 102 გამოკვლეულია და ყველა პასუხი არის უარყოფითი. ქალი, რომელსაც covid 19 დაუდასტურდა ჩამოსული იყო ნუკრიანში თავის მეუღლესთან, მხოლოდ ერთი საათით, ძალიან ხანმოკლე ვიზიტი იყო, ამიტომ კონტაქტების წრე არის ძალიან ვიწრო, მხოლოდ 4 კონტაქტი გვყავს, 4-ვე არის თვითიზოლაციაში და დღეს უკვე ნიმუშები აიღება და გაიგზავნება ლუგარის ცენტრში,” -აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. კოვიდ 19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია