შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიხეილ სააკაშვილი "მკვდარი ნომერია" ის მსოფლიოს ყელში ამოუვიდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მაისი 2020

“მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის “მკვდარი ნომერი“ იქნება, რაც არ უნდა თანამდებობა დაიკავოს. სააკაშვილი მთელ მსოფლიოს ყელში ამოუვიდა. ყველას უნდა, რომ ის ციხეში ჩასვას, რათა გაჩუმდეს“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

ზაქარეიშვილის განცახდებით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილი “ქორწილის გენერლად“ დანიშნოს.

“უკრაინას მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდება. როგორც კი ზელენსიმ დაინახა, რომ რადაში სააკაშვილი “მკვდარი ნომერია“და მის მიმართ დეპუტატების გაღიზიანება არსებობს, ვიცე-პრემიერის პოსტიდან მისი კანდიდატურა მაშინვე გაიწვია.

ვფიქრობ, რომ ზელენსკი ვიცე-პრემიერად სააკაშვილის კანდიდატურის წარდგენის ინიციატორი არ იყო. სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენას ვერანაირად მოახდენს. უკრაინაში ყველაფერს გააკეთებენ, რომ სააკაშვილი “ქორწილის გენერალი იყოს“, - განაცახდა ზაქარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის რადას ფრაქციის “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში “სხვა ფორმით“ იმუშავებს. მანამდე სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინიციატივით, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე იყო წარდგენილი.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია