გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ რა პირობებით მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან - ფინანსთა მინისტრის განმარტება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2020

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომპენსაციებთან დაკავშირებით განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა.

მან კომპენსაციის გაცემის წესსა და იმ მიზნობრივ ჯგუფებზე ისაუბრა, რომლებსაც აღნიშნული დახმარებები ეხებათ.

„პირველი ბლოკი სამი ჯგუფისგან შედგება, ესენია: დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგვასთან დაკავშირებული კომპენსაციები, ეს ეხება იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ხელფასი საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით და საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეუწყდათ, შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა, ან აღარ იღებენ ხელფასს. ამ შემთხვევაში ეძლევათ 200 ლარის კომპენსაცია პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

"შემდეგი ჯგუფი, ეს არის ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები. მათაც, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თუ უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა, ან შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან, 2020 წლის 1 აპრილამდე, მათაც ეძლევათ კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ეს ეხება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებსაც, თუ მათ ეს სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ 2020 წლის 1 აპრილამდე.

"მესამე ჯგუფი, ეს არის ნებისმიერი ფიზიკური, რომელიც საქართველოში გადასახადების გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისგან, წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი. მათაც ერთჯერადი სამასლარიანი დახმარება ექნებათ.

"რაც შეეხება მიზნობრივი ჯგუფების მეორე ბლოკს, სადაც ასევე სამი ჯგუფი შედის და ეხება სოციალური დახმარების პაკეტებს. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 ათასზე და ნაკლებია 100 ათას ქულაზე, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად ეძლევათ კომპენსაცია 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში. 1 წევრისგან შემდგარ ოჯახზე არის 70 ლარი, 2-წევრიანზე 90 ლარი, სამი და მეტი წევრისგან შემდგარ ოჯახზე თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით. შემდეგი ჯგუფი ეს არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 ათას ქულამდე ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ სამი ან სამზე მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი, ეძლევათ 100 ლარი ოჯახზე, 6 თვის განმავლობაში.

"და ბოლოს, მკვეთრად გამოხატული შესზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე შშმ ბავშვების დახმარება. მათ ეძლევათ კომპენსაცია 100 ლარი 6 თვის განმავლობაში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია