შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში თანამდებობას მიიღებს- "უკრაინსკაია პრავდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეში უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„უახლოეს დღეებში მას დანიშნავენ. ჩვენ ჯერ ვერ ვილაპარაკებთ, რა თანამდებობაზე. ამის შესახებ პრეზიდნეტმა უნდა თქვას. შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ ის მთავრობას დაეხმარება“ , - განაცხადა გამოცემის წყარომ.

ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია