რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირების 10 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მესამე დღეა, რუსეთში ერთ დღეში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება.
ვირუსს ერთ დღეში კიდევ 95 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში, კორონავირუსით გარდაცვალების 1 451 შემთხვევაა დადასტურებული.
რუსეთში ინფიცირების 155 370 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანანა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეშვიდეა - ქვეყანამ ამ მაჩვენებლით ჩინეთს, ირანსა და თურქეთს გასულ კვირას გაუსწრო.
კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინსაც. ოფიციალურად ის ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლას უძღვებოდა.