გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახიძე: ივანიშვილის ქართული ოცნება არის ბოროტება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2018

ზუგდიდის საჯაროს კოლის დირექტორის გარდაცვალებას, რომელიც მისივე ოჯახის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით პოლიტიკური დებვნის მსხვერპლი გახდა, "ევროპული საქართველოს" წევრი, პარლამენტის დეპუტატი ოთო კახიძე ეხმაურება და წერს, რომ "ოცნება" არა უნითო და უმაქნისი, არამედ ბოროტი ძალაა: 

"2015 წელს ბავშვებს რომ ადამიანთა წამების კადრები აჩვენეს, გახსოვთ? ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში ორგანიზებულად რომ დაყავდათ სკოლის მოსწავლეები დარბაზებში, დიდ ეკრანზე რომ უშვებდნენ "ნაცების სისხლიან ქრონიკებს"..

გახსოვთ, ქართული ოცნების თავმჯდომარე რომ ამბობდა - ალბათ სწავლების მეთოდიკას უკავშირდება წამების კადრების ჩვენებაო?.

მერე ამ საშინელების ორგანიზატორთა დასჯას რომ დაგვპირდა მაშინდელი პრემიერი, მაგრამ "ვერ მოიძია მტკიცებულებები", საქმე რომ მალევე ჩაფარცხეს.

მაშინ სკოლის დირექტორებს ქართულმა ოცნებამ დაავალა მოსწავლეების მიყვანა "კინოსეანსებზე", რასაც შეეწინააღმდეგა ხობის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა გერგაია და აცნობა ამის თაობაზე განათლების სამინისტროს.

ზუსტად იგივე მექანიზმი აამოქმედა ხელისუფლებამ, რაც დაღუპული ია კერზაიას შემთხვევაში:

- მაშინაც "შევიდა" ანონიმური წერილი აუდიტის დეპარტამენტში, 
- იგივე ზონდერ-ინსპექტორი - ნოდარ წამალაშვილი გაგზავნეს "ურჩი მოხელის" დასასჯელად, 
- ხათუნა გერგაია საბოლოოდ გაათავისუფლეს და სამი წელია, მისთვის ყველა კარი დახურულია საჯარო სამსახურში.

ივანიშვილის ქართული ოცნება არის ბოროტება.

არა უნიათო, არა უმაქნისი, არამედ ბოროტი, მავნებელი და საზიზღარი"-წერს კახიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია