კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსის სხვა ტიპზე გამოიკვლევენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2020

მედიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსის სხვა ტიპზე გამოიკვლიონ, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ნელი ხიზანიშვილმა განმარტა, რომ ექიმს ჩაღრმავებულ კვლევას ჩაუტარებენ.

„გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგი უარყოფითია. პირველ ტესტირებაზე ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხოლო განმეორებით ორჯერ ჩატარებულმა კვლევამ „კოვიდ 19“ დაადგინა. ლუგარის ლაბორატორიას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია. მის შედეგებს ვერიფიკაცია აღარ სჭირდება. ლუგარის ლაბორატორიის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.

არსებობს უფრო ჩაღრმავებული კვლევა. გადაწყვიტეს, რომ ექიმი გამოიკვლიონ არა ახალ, არამედ კორონავირუსის სხვა ტიპზე და სხვა ვირუსებზე, ხომ არ იყო ჯვარედინი რეაქცია. მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს და მას გადავიყვანთ ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში“, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი 2 მაისს PCR ტესტირებით დაუდგინდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა. კახეთში, ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულდ დადასტურებული ფაქტი არ ფიქსირდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია