შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უკრაინაში რეფორმების გატარება უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მაისი 2020

უკრაინაში რეფორმების გატარება უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინულ არხთან განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში იდეალური გარემოა ცვლილებებისთვის, მთავარია ძალების მოკრეფა და დროული მოქმედება.

პატარა ქვეყანაში რეფორმების გატარება უფრო რთულია. უკრაინა იდეალური გარემოა ცვლილებებისთვის. რაც შეეხება საქართველოს, თუ რომელიმე ჩინოვნიკს შეეხები, ის შენი მეზობელი ან შორეული ნათესავი აღმოჩნდება, რაც ნიშნავს, რომ ირგვლივ ყველა გადაგემტერება. უკრაინაში კი ერთ დღეში შეგიძლია კორუმპირებული ჩინოვნიკები მოიშორო და მათ ვეღარ ნახავ.

ამ მასშტაბის ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება. საქართველოში 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. პრობლემებისა და შეფერხებების მიუხედავად შევძელით რეფორმების გატარება. თუმცა ბევრი ადამიანი გადავიმტერე. მაგრამ ჩვენი გუნდი ყოველთვის დინების საპირისპიროდ მიცურავდა, ვარღვევდით ყველა იმ ნორმებს, რომელიც არსებობდა და ვქმნიდით ახალს. უკრაინაში კი ამ ყველაფრის გაკეთება უფრო მარტივი იქნება, მთავარია, რომ ძალა მოვიკრიბოთ, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია