გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2020

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, "რესის" ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

 

სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი რუსეთის ფედერაციიდან რეგიონში 30 აპრილს შევიდა. 

”ინფიცირებული ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ჰქონდა სიცხე, ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა, რომ დადებითია”, - თქვა მთავარმა ექიმმა მარინა კოჩიევამ შტაბის სხდომაზე. 

მისივე თქმით, იზოლირებული იქნება ყველა ის პირი, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე დასახელებულია.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი ქვეყნის საერთო სტატისტიკაში იმიტომ არაა ასახული, რომ სანდო ინფორმაცია არ აქვთ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია