გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასამართლომ ლიხაურში ქვიშა-ხრეში მოპოვების ლიცენზიის მოქმედება შეაჩერა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მაისი 2020

 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ეს გადაწყვგეტილება   ,,გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია - ეკო,,-მ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლიხაურის მოსახლეობამ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შეტანილი  სარჩელის საფუძველზე მიიღო.

"გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია - ეკო"-მ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლიხაურის მოსახლეობამ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვეს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის და ამავე ლიცენზიის გაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბათილად ცნობა.

სასამართლომ მომჩივანთა მოთხოვნით სასამართლო დავის მიმდინარეობის ვადით შეაჩერა შპს ,,კავკაზ ცემენტ ჯორჯიასათვის,, გაცემული ლიცენზიის მოქმედება.

ხსენებული ლიცენზიის მიხედვით შპს ,,კავკაზ ცემენტ ჯორჯიას,, მიეცა უფლება სოფელ ლიხაურში უნიკალურ აჭისწყლის ხეობაში ამოეღო 100 500 კუბომეტრი ქვიშა-ხრეში. რაც ადგილობრივ მცხოვრებთა მხრიდან სერიოზული საპროტესტო აქციების საფუძველი გახდა.

"ისე რომ სოფლის მოსახლეობას არავინ არ კითხა ლიცენზია გასცეს ეკოსის-ტემისათვის უმნიშვნელოვანეს ადგილზე, სადაც 100500 კუბომეტრი ქვიშახრეშის მოპოვება მთლიანად დაანგრევს ეკოსისტემას. მდინარეში არის უნიკალური აჭისწყლის კალმახი და მურწა, მდინარის წყალს სოფელი ხმარობს დასალევად, სარწყავად. ასევე ადგილზე არის განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, ადგილზე ხრეშის მოპოვება გამოუსწორებელ ზიან მიაყენებს გარემოს და პრაქტიკულად შეცვლის როგორც ეკოსისტემას ასევე სოფლის მცხოვრებთათვის საყოფაცხოვრებო პირობებს. ,,გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია - ეკო,, აქტიურად ეხმარება მოსახლეობას საკუთარი უფლებების დაცვაში, რასაც სამომავლოდაც გავარგძელებთ. ამასთანავე ჩვენ შევძელით მოსახლეობის მობილზება მათი უფლებების დაცვისათვის მიერმართათ სასამართლოსათვის, რამაც ინტერსთა კონფლიქტის სამართლებრივ ჭრილში გადაწყვეტის საშუალება მოგვცა"- უთხრა "გურიის მოამბეს"  "გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია - ეკო"-ს თავმჯდომარემ ირმა გორდელაძემ.

ორგანიზაცია ეკოს და ლიხაურის მოსდახლეობის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იცავს, მისი განცხადებით - საქართველოს კონსტუტუციის 29-ე მუხლის  მიხედვით გარემოსდაცვა უნდა ხორციელდებოდეს რაციონალურად არამარტო ამჟამინდელი მცხოვრებთა არამედ მომვალი თაობების ინტერსების გათვალისწინებითაც. ლიცენზიის გაცემის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა მნიშვნელოვანი დარღვევებით, რაც საბოლაო ჯამში იმაში გამოიხატა, რომ სოფელ ლიხაურის მოსახლეობას არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის საშუალება, ასევე არაა განხორციელებული გარემოზე ზემოქმედების ექსპერტიზა და პრაქტიკულად გაუთვლელია ის შედეგები რაც შეიძლება აჭის წყლის ჭალაში ქვიშა-ხრეში ამოღებას მოყვეს. ლიცენზიაში მეწარმემ 14823 ლარი გადაიხადა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ საფასურად ნამდვილად არ ღირს სოფლის მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენება. აქედან გამომდიანრე ვთვლი, რომ მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია და ასევე მისასალმებელია ის, რომ მოსახლეობა პრობლემის გადაჭრის სამართლებრივი გზა არჩია.

გურიის მხარეში მასიური ხასიათი მიიღო ქვისა ხრეშის მომპოვებელი კომპანიების საქმიანობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებმა.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ინერტული მასალების უკანონო, სპონტანური და მასიური მოპოვება ანადგურებს მხარის ეკოსისტემას და დიდ საფრთხეებს უქმნის მოსახლეობას.

დღეისათვის გურიაში 100-ზე მეტ კარიერზეა ლიცენზია გაცემული.

მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა წიაღის ეროვნული სააგენტი ერთპიროვნულად, მოსახლეობის აზრის გაუთვალსწინებლად სცემს ლიცენზიებს, ხშირ შემთხვევაში მაშინაც, როცა მას ადგლობრივი თვითმმართველობის თანხმობაც კი არა აქვს.

აღსანიშნავია, რომ კარიერის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება სასამართლოს ძალით პირველად მოხდა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია