გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია"- ვოლსკი ყანდიაშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2020

საოცარია, რომ ყურადღება გადაიტანეს კოკა ყანდიაშვილზე, რასაკვირველია, იგი ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ კოკა ყანდიაშვილს რაიმე დარღვევა ჰქონდა, ამას „ფეისბუქმა“ უკვე უპასუხა, მთავარი კი ის არის, რომ გარკვეული ნორმები დაარღვია პოლიტიკურმა პარტიამ და ახლა ყანდიაშვილზე ყურადღების გადატანას ცდილობს.

„არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკა ყანდიაშვილის გვერდზე გაწევას ცდილობს ვინმე. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რესურსიც გააჩნია, თუკი "ფეისბუქმა" რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო, ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში, მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რომ კონკრეტული პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებებისა, რომელიც დაუშვებელია „ფეისბუქ“ სივრცეში და აქედან ცდილობენ გადაიტანონ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე, რომელმაც კიდევ არ ვიცით, დაარღვია თუ არ დაარღვია, მაგრამ ვიცით, რომ "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს.

„ფეისბუქი“ თავად იძლევა უამრავ შესაძლებლობას შექმნა პლატფორმები, მოიზიდო ხალხი, შექმნა ჯგუფები, თუმცა, რასაკვირველია, შეიძლება, დაარღვიო კიდეც და გადასცდე იმ რეგულაციებს, რაც „ფეისბუქს“ აქვს დაწესებული. ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, ვინც თავს მიიჩნევს იმის კანდიდატად, რომ ქვეყანა მართოს და წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა „ფეისბუქის“ თუ სხვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში - ეს არის საკითხი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს. ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან. აღნიშნული შეკითხვა აქტუალური იმ კონტექსტში გახდა, რომ „ფეისბუქმა“ კოკა ყანდიაშვილის მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშალა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია