შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვოლსკი არჩევნებზე: თუ შეთანხმება ჩაიშლება, ძველი საარჩევნო სისტემით უნდა ვიხელმძღვანელოთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციასთან არსებული შეთანხმება ჩაიშლება, ქვეყანაში არჩევნები ძველი საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს.

 

„სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ არჩევნები ახალი სისტემით ჩაატაროს. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება თუ კი შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ, იქნება ჩაშლილი. ეს ნიშნავს, რომ ძველი საარჩევნო სისტემით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის კლასტერის პოლიტიკურ პარტიებს სურთ, ამ ნიადაგზე ააგორონ საზოგადოების უკმაყოფილება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია