გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდებზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, სპეციალურ კაბინებს მოუწყობენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მაისი 2020

იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თერმოსკრინინგით ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შესაძლოა, სპეციალური კაბინები მოეწყოს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ახლა სისტემა დგას, ვენტილაციის საკითხია.

მისივე განმარტებით, საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის გამოყენება ვენტილაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.

„ახლაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ვამზადებთ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. აქ არის რამდენიმე კრიტიკული პირობა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ისევ და ისევ რჩება დისტანცირება. დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. სულ მცირე მაგიდების დაშორება უნდა მოხდეს 1,5 - 2 მეტრით. ასევე გამოვიყენებთ თერმოსკრინინგს. იმაზეც არის საუბარი, რომ ოდნავ ტემპერატურის მატების შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც შესაძლოა, ემოციურ ფონზე დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია. სწორედ ახლა ყველაზე რთული გადაწყვეტა იქნება უსაფრთხო ვენტილაცია იმ გარემოში, სადაც აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას. ბუნებრივი ვენტილაცია არის ყველაზე საიმედო საშუალება, თუმცა, სიცხიდან გამომდინარე შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და იმედი მაქვს, ამ ნაწილის ტექნიკური გადაწყვეტა დროულად მოხერხდება ისე, რომ გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია