შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სკანდალურ რეფორმებს აანონსებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მაისი 2020

უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გეგმებზე ადგილობრივ მედიასთან საურბობს.

„პირველ რიგში, უნდა მოვაშოროთ ბევრი არასაჭირო რეგულაცია, რომელიც თითქმის ყველა სფეროშია თუნდაც გადასახადების მიმართულებით. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი. რეფორმების გატარება არ იქნება კოსმეტიკური ხასიათის. ალბათ, გახსოვთ ჩემი კანდიდატურის დამტკიცებამდე რა განცხადებები კეთდებოდა. რას აღარ ამბობდნენ. ყველასთვის ნათელია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სურს, უბრალო ხალხს დაეხმაროს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენი საქმიანობა იქნება ერთობლივი, მთავარი როლი ცხადია პრეზიდენტს აქვს. მე, უბრალოდ შევთავაზებ ჩემს შეხედულებებს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დანიშნა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია