შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის 11 საკარანტინე ზონიდან ლუგარში 556 ნიმუშს ჩაუტარდა ტესტირება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მაისი 2020

კახეთის საკარანტინე სივრცეებიდან ლუგარის ლაბორატორიაში ნიიმუშების გაგზავნა გრძელდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კარანტინიდან ლუგარის ცენტრში დღემდე 556 ნიმუში გამოიკვლიეს.

აქედან კოვიდ 19 მხოლოდ ერთ მოქალაქეს 16 მარტს დაუდგინდა, თუმცა ის კახეთის არც ერთ მნიციპალიტეტში არ ცხოვრობს. 47 წლის ქალი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ახალი ვირუსული ინფექციით დაინფიცირდა.

“საკარანტინე სივრცეებიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 556 ნიმუში გამოიკვლიეს, კარანტინში ყველა მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტირება აუცილებლად ჩაუტარდება, სანამ ისინი დატოვებენ საკარანტინე სივრცეს მიუხედავად იმისა აღენიშნებათ თუ არა მათ კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთი კვლავ მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია