გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მკვლელობა ივანიშვილის ძმის კუთვნილ შენობაში- რა მოხდა ყაზბეგის ქუჩაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მაისი 2020

ყაზბეგის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - ირკვევა, რომ მიტოვებული შენობა, სადაც სავარაუდოდ დანაშაული მოხდა, ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაა და ალექსანდრე ივანიშვილმა ის ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ დაირეგისტრირა.

ნახევრადდანგრეული შენობა ამჟამად მიტოვებულია და მას დაცვის სამსახური არ აკონტროლებს. 

რაც შეეხება დანაშაულს - მკვლელობა წუხელ ყაზბეგის 34 ნომერში, ყოფილი შანხაის შენობაში, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა. მოკლულ მამაკაცს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ხმაური გასულ ღამეს არ გაუგიათ, თუმცა ამბობენ, რომ სხვა დროს ამ ადგილას ხშირად ხდება ჩხუბი, იკრიბებიან ახალგაზრდები და ხშირად მოძრაობს პოლიციაც.

თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება შსს-მ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია