შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლონეთში გორელი ახალგაზრდის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია არ გავრცელებულა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 სექტემბერი 2018
პოლონურ მედიაში საქართველოს მოქალაქის, სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე, ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სტარახოვიცას რეგიონის გაზეთს დაუკავშირდა. გაზეთის რედაქტორის, იაროსლავ ბაბიცკის განცხადებით, დღეს, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების, სავარაუდოდ თვითმკვლელობის შემთხვევის თაობაზე, მათ ქვეყანაში არაფერია გამოქვეყნებული. ,,პოლონეთში ჩვენ ვერიდებით თვითმკვლელობის შესახებ სტატიების გამოქვეყნებას, რადგან ეს იწვევს საზოგადოებაში ეგოიზმს - მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ფიქრობს ადამიანი და სხვას ანგარიშს არ უწევს. თუ ეს შემთხვევაა თვითმკვლელობა იყო, მაშინ ჩვენი მედია ამის შესახებ იშვიათად წერს" - განაცხადა იაროსლავ ბაბიცკიმ. დღეს, დილით, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში გორელმა ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია