ბათუმის კლინიკა "მედალფაში" მამაკაცი გარდაიცვალა. 81 წლის პაციენტი კოვიდინფიცირებული იყო. ექიმების განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით დამძიმდა. პაციენტი რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ერთი თვის წინ გარდაიცვალა მამაკაცის მეუღლეც, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებული იყო.
ოჯახი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება.