გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რაჭის ჰესი - რის ხარჯზე მდიდრდება ივანიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მაისი 2020

ბიძინა ივანიშვილი რაჭას  მიადგა - ქართული ოცნების თავმჯდომარე იქ 200 მეგავატიან მეგა ჰესს აშენებს, შედეგად გაქრობა ემუქრება 250,000  კვ.მ.-მდე ტყეს, გვირაბებში მოექცევა მდინარე რიონი და სეისმურად აქტიურ რეგიონში გაჩნდება რამდენიმე კაშხლისგან შემდგარი კასკადი. 

ჰესი უნდა ააშენოს თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებულმა შპს "ფერმა", საიდანაც კვალი ბიძინა ივანიშვილთან მიდის. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა და ძალიან მაღალი რისკების მიუხედავად, ხელისუფლებამ ივანიშვილის პროექტს მწვანე შუქი აუნთო და 17 მარტს, როცა მთელი ქვეყანა კარანტინის გამო დაკეტილი იყო, მშენებლობის ნებართვა გასცა

ოპოზიციის თქმით, ყველამ იცის, რომ რაჭა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამის გაგება არ სურს, რადგან მისთვის პრიორიტეტი ბიზნეს ინტერესებია. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში რაჭა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება და რამდენიმე სოფელი წლების შემდეგ შეიძლება გაქრეს.

რაჭა რეგიონია, სადაც შეიძლება იმუშაოს 10 ათასამდე საოჯახო სასტუმრომ. ეს ყველამ იცის, ივანიშვილის გარდა ან მანაც იცის, მაგრამ მისი აღგზნებული გონება სხვა გეგმებს სახავს. მახსენდება შიზოფრენიით შეპყრობილი ლენინი მდინარეებს რომ უცვლიდა კალაპოტს, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა.   

ირაკლი კობახიძე გვთავაზობს, რომ არ მივაქციოთ ყურადღება პოლიტიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

ამასთან დაკავშირებით, აჯობებს, მოვუსმინოთ ამ დარგის სპეციალისტებს. საბედნიეროდ, ერთერთი სიკეთე, რაც ამ კორონამ მოიტანა, ისაა, რომ საზოგადოება უფრო მეტად უსმენს ექსპერტებს, ვიდრე პოლიტიკანებს, - აცხადებს იგი. 

ონის კასკადის პროექტი, რომელიც რიონზე უნდა აშენდეს, ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და მისი განხილვა მოხდა მხოლოდ ახლა, როდესაც საზოგადოების ყურადღება პანდემიაზეა გადატანილი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია