შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან კორონავირუსზე ტესტირება 894 მედპერსონალს ჩაუტარდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2020

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში ყოველდღიურად იგზავნება მედოკოსების ნიმუშები, რომლებსაც სპეციალისტები კორონავირუსზე იკვლევენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება 894 მედიკოსს ჩაუტარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, კორონავირუსი მხოლოდ ორ მედიკოსს დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით ვირუსული ინფექციით მათი ინფიცირება არ დადგინდა.

“ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. მედიკოსები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ უტარდება ყველა მედპერსონალს ტესტირება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კორონავირუსზე კახეთიდან ჯამში 2407 ადამიანი გამოიკვლეული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია