გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ე.წ. კანონიერმა ქურდებმა სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2020

ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივიან.

ქურდული სამყაროს წევრების გაღიზიანება სალომე ზურაბიშვილის განკარგულებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც კრიმინალური სამყაროს რამდენიმე გავლენიან წევრს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ქართველ "კრიმინალებს" უცხოეთში დაკავებენ, მათ დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხერხდება.

"მოსარჩელეები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები მოპასუხე მხარე არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სრული მასალა, ქვეყნიდან განდევნა, მოკვეთა, იმის მოგონება,რომ თუ მას რაიმე სახის პასპორტი აღმოაჩნდა ყალბი, შენ აქ შეუწყვიტო საქართველოს მოქალაქეობა, რომ მერე საქართველოში შემოსვლის საშუალება არ აქვს, დეპორტს ვერ განახორციელებს სახელმწიფო. რომ რამე დაემართოთ ვერ ჩამოასვენებენ, იმიტომ რომ საბუთი აღარ აქვთ"- განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მოსარჩელე ილია სამსონია, იგივე ილია "ოზურგეთსკია".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია