შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანა ფოტიგა: ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან მაგრამ ციხეში ისინი არაერთხელ მოვინახულე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2020

ევროპარლამენტის დეპუტატი, საგარეო კომიტეტის წევრი ანა ფოტიგა „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების განცხადებისა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან, ის მათ ციხეში არაერთხელ შეხვედრია.

ფოტიგა იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება და ცნობილი პოლიტიკური ფიგურები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან.

„ვიცი, ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან მაგრამ ბევრი მათგანი მე ციხეში არაერთხელ მოვინახულე. ლოქდაუნის მიუხედავად, არსებულ მდგომარეობას ყოველდღიურად ვაკვირდები. ვიმედოვნებ, რომ ამ შეთანხმების მიხედვით ისეთი ცნობილი ფიგურები, როგორიც მაგალითად უგულავაა მალე გათავისუფლდებიან. გისურვებთ ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგადაც ნამდვილად იქნება გამოხატული ხალხის ნება და რომელიც ხელს შეუწყობს წარმომადგენლობითი მთავრობის ჩამოყალიბებას“, - აცხადებს ანა ფოტიგა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია