კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სილამაზის სალონებში დაცული იქნება სოციალური დისტანცია და ელექტონული რიგი - ნათია თურნავა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2020
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, სილამაზის სალონებში, რომელიც 18 მაისიდან გაიხსნება იქნება ნაკლები ადამიანი, ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია. მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო სილამაზის სალონები, რომელიც მცირე ბიზნესის ძალიან დიდი სეგმენტია.

„სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან და იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული. ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, იქნება ნაკლები ადამიანი, ელექტრონული რიგი, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.

მთავრობის გეგმის მიხედვით, სილამაზის სალონები 8 ივნისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა ვადები დაჩქარდა და 18 მაისამდე გადმოიწია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია