შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია იქნება დაცული - თურნავა სილამაზის სალონების გახსნაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2020
ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია იქნება დაცული - თურნავა სილამაზის სალონების გახსნაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 14.05.2020 ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ სილამაზის სალონების 18 მაისიდან გახსნა, სწორი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მომსახურება განსხვავებულ პრინციპებზე იქნება აწყობილი. „ეს იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, ნაკლები ადამიანი იქნება [სალონში], ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. როგორც მომხმარებლები. დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“,- განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას იძლევა, რომ მკაცრის სტანდარეტების დაცვით 18 მაისიდან სილამაზის სალონებში მუშაობა აღდგეს: „მე მჭიდრო კონუმუკაცია მაქვს სილამაზის სალონებთან და იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული“.მთავრობის ექვს ეტაპიანი გეგმის მიხედვით, სილამაზის სალონები 8 ივნისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა ვადა გადმოიწია. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამუნა შარაშენიძემ განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა სალონები 8 ივნისამდე გახსნილიყო, რადგან სალონური მომსახურება კერძო სახლებში ხდებოდა.[თაკო ფეიქრიშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია