სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘20-ზე მეტი ავიაკომპანია მზადაა ფრენების აღდგენისთვის’ - თურნავა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2020
‘20-ზე მეტი ავიაკომპანია მზადაა ფრენების აღდგენისთვის’ - თურნავა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.05.2020 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაფრენების აღდგენის მზადყოფნა 20-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა. კონკრეტული თარიღები კი ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. „სულ მალე უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება არამარტო დასტური ავიაკომპანიების, არამედ კონკრეტული თარიღები ფრენების. ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოში, დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს ფრენები, მათ შორის არიან „ვიზეარი", „რაინეარი", რომელმაც თავისი სურვილი საჯაროდ განაცხადა, „თურქეთის ავიახაზები", „ისრაელის ავიახაზები", „ყატარი", ეს არის 20-ზე მეტი ავიაკომპანია, ვინც მზადყოფნას აცხადებს“, - განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, ავიაკომპანიები მზად არიან იმისთვის, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები.„გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი, ანუ ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებით ჩამოვა უცხოელი ტურისტი და აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას”, - განაცხადა მინისტრმა.[თაკო ფეიქრიშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია