შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნებას" არანაირი ლეგიტიმაცია არ შერჩა, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ"- ბათუ ქუთელია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2020

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელიამ საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს ხელისუფების მისამართით გაკეთებულ უმწვავეს შეფასებებს აფასებს და ამბობს, რომ "საერთაშორისო არენაზე აღიარებულია, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები“.

ქუთელია ხელისუფლებას რვა მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას ურჩევს.

"საერთაშორისო არენაზე აღიარებულია, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ლეგიტიმაცია თითქმის არ შერჩათ არანაირი, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რაც მთავარი პირობაა იმის, რომ ამ წლის არჩევნებში თუ ის ნორმალურად ჩატარდა, ისინი ხელისუფლებას დაკარგავენ, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია