შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას თუ არ გამოუშვებენ, 8 მარტის შეთანხმება ჩაშლილად ჩაითვლება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2020

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა "ახალი თაობასთან" ისაუბრა.

"ყველა, ვინც ვიმყოფებოდით ამ შეხვედრაზე, ყველას პოზიცია არის ის, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო ორპუნქტიანი. აღარ დგას საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ იყო თუ არა იმ შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე საუბარი, რადგან სენატორებმა, ევროპარლამენტარებმა, უკვე პირდაპირ იხმარეს ეს ტერმინი, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთმა აღიარა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები და ხელისუფლებას მოუწოდა მათი განთავისუფლებისკენ.

თუ ხელისუფლება ამ პირობას შეასრულებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შესრულდება მეორე პუნქტი და ოპოზიცია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

თალაკვაძეს, კობახიძეს, მდინარაძეს და კიდევ დანარჩენებს ვურჩევ, კარგად წაიკითხონ სენატორების განცხადებები. ისინი აცხადებენ, რომ უნდა შესრულდეს შეთანხმების ორივე პუნქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ამერიკასაც და ევროპასაც სიტყვა პოლიტპატიმარი ათქმევინა. ივანიშვილმა მოახერხა ისიც, რომ სრულიად განსხვავებული შეხედულების მქონე ოპოზიციური პარტიები გაგვაერთიანა და მოახერხეს ისიც, რომ დასავლეთს ათქმევინეს ღიად, რომ ქვეყანაში ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ!

ჩვენი შეხვედრის შედეგი არის ის, რომ თუ არ იქნებიან განთავისუფლებულები ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა, 8 მარტის შეთანხმება ჩაითვლება ჩაშლილად და ამ ჩაშლის ერთადერთი თავი და თავი იქნება მხოლოდ ხელისუფლება და არავინ სხვა."- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია