გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კრიმინალების შეწყალებისას პრეზიდენტს კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა- კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მაისი 2020

„ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს სავარაუდოდ კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა“, - ამის შესახებ განცხადებას ირაკლი კობახიძე აკეთებს.

 

მისი განცხადებით, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში.

„ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს სავარაუდოდ კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ რომ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რამე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან, არაერთგზის მიგვიღია პოლიტკრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელის არ შეუშლია იმისათვის, რომ კრიმინალური ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილება მისი პირადი სურვილიდან გამომდინარეობს და სხვისი თხოვნით, მოწოდების ან რეკომენდაციის საფუძველზე არავინ არ შეუწყალებია. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია