კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში 62 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მაისი 2020

14 და 15 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 62 ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გუშინ ლუგარის ცენტრში 54 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 48 ტესტირების პასუხია ცნობილი და ნეგატიურია.

ნელი ხიზანიშვილის, 14 მაისს გაგზავნილი 14 ნიმუშის პასუხი გუშინ დღის ბოლოს გახდა ცნობილი და არც ერთ შემთხვევაში კოვიდ 19 არ დადგინდა.

“თვითიზოლაციაში იმყოფება 16 მოქალაქე. 1 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 403 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. კახეთის დღემდე რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2662 ნიმუში, აქედან 934 მედპერსონალს ეკუთვნის, 788 – კარანტინში მოთავსებულ მოქალაქეებს. გარდა ამისა, ლუგარის ცენტრში რეგიონიდან საბაჟოს 74 თანამშრომელი და 110 შშმ პირი გამოიკვლიეს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია