შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა გვინდა და არც იმ სენატორების აშშ-ში- კაკულია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მაისი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია აცხადებს, რომ არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა უნდა და არც იმ სენატორების ამერიკა, ვინც ფრონტერას თემას "ვითომ ნეიტრალურად" აფასებს. ამ თემაზე მან კომენტარი რუსთავი 2-თან გააკეთა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფრონტერამ საარბიტრაჟო დავა წააგო და მათი ლობისტობა არაა ინფორმირებული ხალხის ლობისტობა.

"არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც აქ ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან მათი ინტერესების გამტარებელი, ყოველგვარი კონტექსტებისა და ზედმეტი შეკითხვების გარეშე. ჩვენ არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა გვინდა, სიმართლე რომ გითხრათ და არც ისეთი სენატორების ამერიკა, რომლებიც ფრონტერას თემას ასე ვითომ ნეიტრალურად აფასებენ. საზოგადოებამ თუ არ დასვა დიაგნოზი საბოლოო ჯამში, ძალიან გვიანაა სამწუხაროდ, იმდენად ღრმადაა ეს ყველაფერი შესული", — თქვა რომან კაკულიამ.

კაკულია ფიქრობს, რომ "ასეთი ტენდენციური" შეფასებები გაგრძელდება და ისინი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან.

კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.

ამასთან, სენატორები აცხადებენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია