შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გუნდში არის ბევრი ადამიანი, რომელიც მოსახლეობის დაკვეთის ადეკვატური არ არი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2018

განცხადებები იმის შესახებ, რომ არანაირი ცვლილებები არ იქნება, შექმნილი მოლოდინის საწინააღმდეგოა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

ამ კონტექსტში დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადღაც საჭიროა სისტემური ცვლილებები, ხოლო სადღაც პიროვნული ცვლილებები.

გოგიჩაიშვილი იმასაც ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის დაკვეთის ადეკვატური არ არიან.

„ცვლილებების საკითხი ჩვენი წიაღიდან წამოვიდა და არ ვიცი, აქ „ნაციონალური მოძრაობა“ რა შუაშია. ცვლილებების მოლოდინი არჩევნების მეორე ტურის დროს შეიქმნა. აქ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების სიკეთე, რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოსახლეობამდე. განცხადებები, რომელიც ახლა კეთდება, რომ არანაირი ცვლილებები არ იქნება, ეს არის შექმნილი მოლოდინების საწინააღმდეგო. განსაკუთრებით კი იმ ხალხისთვის, რომელთაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამით მათ შეიძლება ვუთხრათ, რომ მოდი, რაღაცეები გადავდოთ. ის 550 000 ადამიანი, ვინც არჩევნების მეორე ტურზე მოვიდა და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა, ხედავს, რომ რაღაც ისე ვერ ხდება ხელისუფლებაში, როგორც საჭიროა. მათ აქვთ განცდა იმისა, რომ ხელისუფლება ხალხს დაშორდა და პოლიტიკურ პროცესებში ვერ მონაწილეობენ, ხოლო მათი სივრცე და ადგილი იმ ადამიანებმა დაიკავეს, რომლებიც არც პოლიტიკური განცხადებებით და არც ხასიათით მათ პოლიტიკურ დაკვეთას არ შეესაბამებიან. გუნდში არის ბევრი ადამიანი, რომელიც მოსახლეობის დაკვეთის ადეკვატური არ არის და მისი მსოფლმხედველობა იმ დაკვეთას არ შეესაბამება, რა დაკვეთითაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ამომრჩეველს აქვს განცდა იმისა, რომ ბევრი ადამიანი მათ დაკვეთას არ ასრულებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან გოგიჩაიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია