კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მაისი 2020

კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ამ დრომდე “კოვიდ-19”-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

“კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით კორონავირუსით არც ერთი მოქალაქის ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. თვითიზოლაციაში იმყოფება 18 მოქალაქე, 4 ადამიანს მოეხსნა ეს რეჟიმი.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე მოთავსებულია 404 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფებსაც ვიკვლევთ, კერძოდ სამედიცინო პერსონალს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებს, კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს და საბაჟოს თანამშრომლები.

18 მაისს ლუგარის ცენტრში 293 ნიმუში გაიგზავნა. 205 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია