გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება, სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულირებაა- გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი.

კითხვაზე, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სისტემა , რომელზეც შეთანხმება მოხდა პრინციპულია და „ სხვა ყველაფერი, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება.“

„მმართველ გუნდს აქვს აბსოლუტურად გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს პოზიციას, ვთვლი, რომ ის საარჩევნო სისტემა , რომელზეც შეთანხმება მოხდება დღევანდელ ეტაპზე ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპულია. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია, ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. ახლა რაც შეეხება სხვა ყველაფერს, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება“, -აცხადებს გახარია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია