შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნება" ბიუჯეტის ფულით 433 ათასი ლარის ვაფლის ნაყინს ყიდულობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მაისი 2020

ნაყინი ვაფლის ჭიქაში ვანილის არომატით - 433 ათას ლარად. "ქართული ოცნების" ხელისუფლება პოლიციისთვის და არმიისთვის ნაყინს ყიდულობს.

კორონავირუსის ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლება 7 მაისს გამარტივებულ ტენდერს აცხადებს და თითქმის ნახევარ მილიონად 870 ათას ცალ ე.წ. ჭიქის ნაყინს ყიდულობს.

ოპოზიცია გაოგნებას ვერ მალავს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ამ თანხად ბევრი და გაცილებით მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელება შეიძლებოდა.

ტენდერი 7 მაისს გამოცხადდა, 15 მაისს კი დასრულდა. გამარჯვებული კომპანია გორში რეგისტრირებული შპს "ფიფქიაა". კომპანიაში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესია ვერ დამალეს. 

კომპანიამ 7 სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ისე, რომ კონკურენტი მხოლოდ ერთ შესყიდვაში ჰყავდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია