გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგანგებოს მოხსნის შესაბამისად, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება- გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მაინც საჭირო იქნება და მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილება. 

"საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული", - ამბობს გახარია.

ქართულ ოცნებას პარლამენტში ინიცირებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას რიგი შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც შეეძლება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია