გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ და რატო მოკლა ჩოხატაურელი ბიჭი- საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020

"გურიის მოამბისთვის" დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის შესახებ.

როგორც ირკვევა, მოკლული 26 წლის მამაკაცი ავთო კალანდაძე, თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა.თავის მშობლიურ სოფელში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფებოდა. მისი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, სწორედ მათ ქონდათ ფინანსური დავა ბაღდადელ ბიზნესმენთან, რომელმაც სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ახალგაზრდა კაცი. თავად გარდაცვლილს, არანაირი შეხება ამ ფინანსურ დავასთან არ ქონია.

ეჭვმიტანილი თავადვე ჩაბარდა ბაღდათის პოლიციას.

შსს- მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია