შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს და დაინახავს, ვინაა გოიმი - ელისაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020

სარკეში ჩახედვასა და იქ გოიმის დანახვას ურჩევს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

„კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს და დაინახავს, ვინაა გოიმი“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ალეკო ელისაშვილმა.

„სამოქალქო მოძრაობის ლიდერმა ეს რჩევა მმართელი პარტიის აღმასრულებელ მდივანს მისცა იმ კომენტარის საპასუხოდ, რაც კობახიძემ ოპოზიციონერი ბოკერიას მისამართით გააკეთა.

„საქართველოში არ არის ადამიანი, ვინ არ იცის, რა არის გოიმობა. გიგა ბოკერია არის N1 გოიმი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე განაცხადა, რომ მას არ ახსოვს „ასეთი მარგინალი და გოიმი ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში“. ოპოზიციამ მის ამ განცხადებას უწოდა „გოიმობა“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია